რონალდომ "მანჩესტერთან" პირველი დაპირისპირება გაიხსენა

10-08-2019, 19:59

ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კრისტიანო რონალდომ თავისი კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა.

"სპორტინგისთვის ეს პირველი შეხვედრა გახლდათ განახლებულ სტადიონზე. ყველაფერი გუშინდელი დღესავით მახსოვს."

"ბედნიერი ვიყავი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინაშე მიწევდა თამაში და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა."

"ცოტას ვნერვიულობდი, თუმცა, ძალიან მოტივირებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ არა მხოლოდ "მანჩესტერი" არამედ სხვა ევროპული გრანდებიც მაკვირდებოდნენ."

"თამაშის შემდგომ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ჩემთან საუბარი უნდოდა. უკვე ვიცოდი, რომ სიახლეები მელოდა." - აცხადებს რონალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით