დღეს "პსჟს" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დაადასტურა, რომ ნეიმარის ტრანსფერი დასკვნით ფაზაში შედის.
სავარაუდოდ, ის მადრიდის "რეალს" შეუერთდება.
ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტის, ხოსე ლუის სანჩესის განცხადებით, 27 წლის ფეხბურთელის დიდი სურვილია, რომ "თეთრი" მაისური მოირგოს.
წყაროს ცნობით, ტრანსფერზე თანხმობა "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმაც განაცხადა. ახლა კი მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება არის დარჩენილი.