უნაი ემერი: "არსენალს" დანი სებალიოსის მსგავსი მოთამაშეები სჭირდება"

11-08-2019, 03:01

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი, გუნდის ახალწვეულზე, დანი სებალიოსზე საუბრობს:

"თითოეულ სავარჯიშო სესიაში დანის თვალებში მხოლოდ ერთი რამ ამოიკითხება და ეს მისი შესაძლებლობების დამტკიცების უდიდესი სურვილია."

"მისი მიზანი, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა, რის გამოც ვფიქრობ "არსენალს" წარმატების მისაღწევად, სწორედ სებალიოსის მსგავსი ფეხბურთელები სჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, 11 აგვისტოსს, თბილისის დროით 17:00 საათზე, "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით