ფრენკ ლამპარდი: "ჩელსის" დღევანდელი ფეხბურთელები, წარსულის ლეგენდებს არ უნდა შევადაროთ"

11-08-2019, 12:35

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი, მის გუნდზე საუბრობს:

"რას უნდა ელოდეს კლუბის გულშემატკივარი მომდევნო სეზონში ? ამაზე პასუხის გაცემა ახლა არ შემიძლია, მსგავსი რამ შეგიძლიათ იანვარში ან თუნდაც თებერვალში მკითხოთ."

"ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, დღევანდელი ფეხბურთელები, წარსულის ლეგენდებს არ უნდა შევადაროთ, ეს მათ პერფორმანსზე სერიოზულ უარყოფით გავლენას იქონიებს."

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" 11 აგვისტოსს, თბილისის დროით 19:30 წუთზე, "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით