ალისონი 6 კვირა იუქმებს

11-08-2019, 14:09

როგორც მოგეხსენებთ, "ლივერპულს" მეკარე ლისონ ბეიკერი ტრავმის გამო გამოაკლდა.


შეგახსენებთ, ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში "ნორვიჩ სიტის" წინააღმდეგ გამართული მატჩის (4:1) მიმდინარეობისას დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

 სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ალისონს კანჭის ტყუპი კუნთი გაუწყდა, რის გამოც სამიდან ექვს კვირამდე მოუწევს უქმობა.

"ენფილდროუდელთა" სამედიცინო შტაბის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასეთი ტრავმის მოშუშებას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება ხოლმე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მერსისაიდელებმა მოკლევადიანი კონტრაქტი შესთავაზონ 35 წლის ენდი ლონერგანს, რომელიც "წითლებს" აშშ-ში ახლდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით