იოზილისა და კოლაშინაცის საქმეში ორი პირი დააკავეს

11-08-2019, 16:34

ლონდონის "არსენალის" ვარსკვლავების, მესუთ იოზილისა და სიდ კოლაშინაჩის საქმეზე ორი პიროვნება დააკავეს.

გასულ თვეში ხსენებულ ფეხბურთელებს ქუჩაში დანით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, 26 წლის მცველმა კი მათი მოგერიება შეძლო. დღეს პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელები დაკავებულები არიან.

სასამართლო 6 სექტემბერს არის ჩანიშნული და სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, თუ რა სასჯელს მიიღებენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელთა უსაფრთხოებისთვის როგორც იოზილი, ასევე კოლაშინაცი დღევანდელ პრემიერლიგურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით