მოურინიო: "პრემიერლიგას "სიტის" სარეზერვო გუნდი მოიგებს"

11-08-2019, 19:17

ცნობილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონობის ფავორიტები დაასახელა.

"ვფიქრობ, პრემიერლიგის მთავარი ფავორიტები "სიტი", "ლივერპული", "ტოტენჰემი" და "სიტის" სარეზერვო გუნდი არიან."

"როდესაც გუშინ მანჩესტერელების სათადარიგოთა სკამს გადავხედე, დავრწმუნდი, რომ მათ ბ გუნდს ნამდვილად შეუძლია პრემიერლიგის მოგება."

"სასიხარულო იქნება "ჩელსის", "არსენალისა" და "მანჩესტერის" მაღალ დონეზე გამოსვლა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ჯერ საუკეთესოთა შორის არ არიან." - აცხადებს მოურინიო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით