მესის ტრავმა ლა ლიგამდე ვერ მორჩება

11-08-2019, 19:19

ლა ლიგის გახსნით ტურს კატალონიის "ბარსელონა" შესაძლოა დიდი დანაკლისით შეხვდეს.

ტრავმის გამო "ბლაუგრანას" ლიდერი, ლეო მესი გუნდს ამერიკულ ტურნეში ვერ გაყვა. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა ლა ლიგის პირველი ტურიც გამოტოვოს.

არგენტინელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის მუხლი აწუხებს და მისი დასვენების მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ბილბაოს "ატლეტიკს" ესტუმრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით