ლამპარდი: "შედეგი თამაშის მიმდინარეობას არ ასახავს"

11-08-2019, 23:17

დღეს ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "მანჩესტერმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მატჩის შემდგომ "არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა პრესასთან ისაუბრა.

"თუ მატჩის მიმდინარეობას გადახედავთ, მარტივად შეამჩნევთ, რომ შედეგი ალოგიკურია."

"მე კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭების თამაშით. შედეგი სამწუხაროა, თუმცა, შეცდომების გამოსწორების შემდგომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება." - აცხადებს ფრენკი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით