"ბაიერნი" კვლავ ბეილს მიუბრუნდა

11-08-2019, 23:55

გარეთ ბეილის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი კვლავ გრძელდება.

ესპანური გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, უელსელი გარემარბის დამატებით მიუნხენის "ბაიერნი" არის დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ლეროი სანეს შეძენას ცდილობდა, თუმცა, არ გამოუვიდა. ახლა კი გერმანულმა გრანდმა გეგმა ბ აამოქმედა.

წყაროს ცნობით, "ბაიერნი" მზადაა ბეილის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. ტრანსფერის დასრულება კი კლუბს ბუნდესლიგის სეზონის დაწყებამდე სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით