პოლ პოგბა: "ჩემი მომავალი ჯერაც გაურკვეველია"

12-08-2019, 03:00

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, მის მომავალზე საუბრობს:

"ჩემი მთავარი საქმე ფეხბურთის თამაშია და ამას მანამ გავაკეთებ, სანამ სხეული მომცემს საშუალებას. მოედანზე გასვლისას წარმოუდგენელი სიხარულით ვივსები და მატჩში მონაწილეობის მიღებაც ძალიან მიყვარს."

"ამ მიზნით, ნებისმიერ კლუბში სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ და უკმაყოფილოს არავის დავტოვებ. მანჩესტერის მაისურით გამოსვლა დიდი პატივია, თუმცა მიუხედავად ამისა, მომავალი დაზუსტებული ჯერაც არაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, პრემიერ ლიგის საწყისს ტურში, ლონდონის "ჩელსი" დაამარცხა ანგარიშით 4:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით