მაურისიო სარი: "პაულო დიბალა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდეს"

12-08-2019, 11:35

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, გუნდის არგენტინელ თავდამსხმელზე, მაურისიო სარიზე საუბრობს:

"ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 22 მოთამაშე შედის და აქედან 3, მეკარეა. სწორედ ამის გამო სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა იმის გაკეთებაც კი მოგვიწიოს, რისი სურვილიც დიდად არ გვაქვს."

"ეს ყოველივე პაულო დიბალასაც ეხება, ამიტომაც არაა გამორიცხული მან გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით