მაურისიო პოჩეტინო: "ტანგაი ნდომბელე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა"

12-08-2019, 12:08

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ამ რთული და დაძაბული მატჩის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, ჩვენი ახალწვეულის, ტანგაი ნდომბელეს შესანიშნავი პერფორმანსი იყო, რომელმაც საოცარი გოლით, გულშემატკივრებს თავი უკვე კარგად გააცნო."

"ტანგაიმ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ჯერ-ჯერობით მისი პოტენციალის მხოლოდ 30-40% გამოავლინა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით