ჟოზე მოურინიო: "ჰარი მაგუაიერმა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დამსახურებულად მიიღო"

12-08-2019, 12:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"როდესაც შეტევაში გადადიხარ და იცი, რომ დაცვა მოწოდების სიმაღლეში არ იმყოფება, თავდაჯერებულობას კარგავ, რაც თავდასხმის ეფექტურობაზე ახდენს გავლენას."

"იუნაიტედის" მიერ სწორედ ამ ერთგვარი "შიშის" დაძლევა, ჰარი მაგუაიერის დახმარებით მოხერხდა, რომელმაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, სრულიად დამსახურებულად მიიღო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მანჩესტერული გრანდის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით