რონალდუ: "ზიდანმა იცის, ფეხბურთელებს მოტივაცია როგორ აუმაღლოს"

13-08-2019, 00:36

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრისტიანო რონალდომ თავის ყოფილ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

"ნდობა ფეხბურთელებს მხოლოდ თავისი თავისგან არ მოსდით. მათ ამაში მწვრთნელები და თანაგუნდელები ეხმარებიან."

"ზიდანს გუნდში მოსვლამდეც ძალიან ვაფასებდი. მას შემდგომ, რაც ის ჩემი მთავარი მწვრთნელი გახდა, ეს პატივისცემა კიდევ უფრო ამიმაღლდა."

"ზინედინი მუდამ გულწრფელი იყო ჩემს მიმართ და ამას ვაფასებ. მან იცის, თუ როგორ აუმაღლოს ფეხბურთელს მოტივაცია. მის გვერდით თავს იდეალურად ვგრძნობდი." - აცხადებს რონალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით