სესარ ასპილიკუეტა: "აბრაჰამი და მაუნთი არ უნდა გავაკრიტიკოთ"

13-08-2019, 02:03

ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი და ესპანელი ცენტრალური მცველი, სესარ ასპილიკუეტა, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რომელიმე ინდივიდუალის გამორჩევა და მათზე საბოლოო ანგარიშის გადაბრალება სრულიად გაუმართლებელია. ამასთან ერთად, არასწორად მიმაჩნია ახალბედების, ტემი აბრაჰამის და მეისონ მაუნთის გაკრიტიკებაც."

"წარმოდგენა არ გაქვთ როგორ წნეხს გრძნობს ფეხბურთელი, როდესაც დებიუტს ასეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ ატარებს, ამიტომაც სტანდარტები ცოტათი უნდა დავწიოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მანჩესტერული კლუბის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით