ინიაკი ვილიამსმა 9 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

13-08-2019, 20:14

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ესპანური ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელმა, ინიაკი ვილიამსმა, მის გუნდთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 25 წლის შემტევი ლა ლიგაში კიდევ მინიმუმ 9 წლით, ანუ 2027/28 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში, ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც გაიზრდება, რომელიც დაახლოებით 125 მილიონ გირვანქას მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ყველაზე მეტად, "მანჩეტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით