მიუნხენის "ბაიერნი" ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერს უახლოვდება !

13-08-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფელიპე კოუტინიოს, კიდევ ერთი მესვეური ეყოლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შუახაზელის გადაბირების სურვილი მოულოდნელად მიუნხენის "ბაიერნს" გაუჩნდა, რომელიც კოუტინიოს, ხამეს როდრიგესის შემცვლელად მოიაზრებს.

ცნობების მიხედვით, ბავარიული გრანდი მზადაა "ბლაუგრანას" ფეხბურთელის სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით