"ინტერი" ივან რაკიტიჩს არ ეშვება !

13-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძურის", კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადაბირება სურს.

ცნობების მიხედვით, იტალიელი სპეციალისტის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის გუნდი მზადაა "ბლაუგრანას" შუახაზელის სანაცვლოდ, 40 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 31 წლის მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, "დორტმუნდის ბორუსიაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით