სნეიდერმა კარიერა დაასრულა

13-08-2019, 14:30

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

35 წლის ფეხბურთელის განცხადებით, იგი ყატარულ "ალ-გრაფისთან" ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს.

"დროა კარიერა დავასრულო. ახლა კი მოვძებნი იმ მშვიდ ადგილს, სადაც ჩემს გამოცდილებას სხვებს გავუზიარებ." - აცხადებს სნეიდერი.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კარიერის განმავლობაში ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით