ბენიტესი: "ფულის გამო არ წავსულვარ"

13-08-2019, 18:33

"ნიუკასლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა ჩინეთში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"როდესაც აქვ 2016 წელს მოვედი, მე მთელი გულით ვმუშაობდი. დავინახე დიდი პროექტი იმ კლუბში, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და პატივს ვცემ და ვეცადე, რომ ამ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი."

"ყოველდღიურად საუკეთესოს ვცდილობდი. როდესაც ჩემპიონშიფში გავვარდით, იმაზე უკეთესი შეთავაზებებიც მქონდა, ვიდრე ახლა, როცა დავთანხმდი."

"თუ ფულის გამო მენდომებოდა წასვლა, ამას ადრეც გავაკეთებდი. სამწუხაროდ, კლუბს აღარ უნდოდა ჩემი შენარჩუნება და ამის გამო მომიწია წასვლა." - აცხადებს ბენიტესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით