როდრიგო "ატლეტიკოში" გადასვლასთან ახლოსაა

13-08-2019, 21:35

მადრიდის "ატლეტიკო" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს.

ესპანური გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, "როხიბლანკოს" მორიგი სამიზნე "ვალენსიას" ფორვარდი, როდრიგოა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი უკვე მადრიდში იმყოფება და კონტრაქტის საბოლოო დეტალებს აგვარებს. როგორც ცნობილია, "ატლეტიკო" როდრიგოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის თავდამსხმელის შეძენა გასულ წელს მადრიდის "რეალსაც" სურდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჩელსის" ვარსკვლავი: "ქართველმა აღიარა, რომ ჩემთან მართალი არ იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით