"რომა" "იუვენტუსის" ორ ფეხბურთელს იმატებს

13-08-2019, 23:41

იტალიურმა "რომამ", შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსის" ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაიმატოს.

გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, დედაქალაქელები სერიოზულად არიან დაინტერესებული გონსალო იგუაინისა და დანიელე რუგანის შეძენით.

მოგეხსენებათ, "ბებერ სინიორას" ახალი ფორვარდის შეძენა სურს, წარმატების შემთხვევაში კი არგენტინელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება მოუწევს. შესაბამისად, "რომა" ამ შანსის გამოყენებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, კლუბი იგუაინს იჯარით აიყვანს, რაშიც 14 მილიონ ევროს გადაიხდის. რაც შეეხება რუგანის, მის სანაცვლოდ "რომაელები" 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით