მოურინიო: "ჟოაო ფელიში პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა"

13-08-2019, 14:47

ცნობილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ თავის თანამემამულე, ჟოაო ფელიშზე ისაუბრა.

"ჟოაო უდიდესი ტალანტია და შესაბამისად, კლუბსაც დიდი ინვესტიციების ჩადება მოუწია. ეს ნიშნავს, რომ ახლა მას დიდი გამოწვევები აქვს."

"მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკის ხარ, იქნება ეს 18, 20 თუ 25. ის ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას."

"მჯერა, რომ მას შეუძლია ამ პასუხისმგებლობის აღება და წარმატებით გართმევა. ჟოაო დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია და წარმატებასაც მიაღწევს." - აცხადებს მოურინიო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით