ძანიოლი: "დედა, გეყოფა. რა მოძრაობებს აკეთებ პირით"

7-11-2019, 15:41

იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "რომას" ვარსკვლავს ნიკოლო ძანიოლის საკუთარ დედასთან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თამამი ფოტოების გამო კომფლიქტი აქვს.

ძანიოლოს დედას ფრანჩესკა კოსტა ჰქვია და ინსტაგრამზე 173 000 მიმდევარი ჰყავს მაგრამ ვერ გრძნობს, რომ ხანდახან დაუკრეფავში გადადის და ამიტომაც ვაჟს მისთვის ასაკის შეხსენება მოუხდა.

წყაროს ცნობით, ვაჟმა ფრანჩესკა კოსტას ბოლო ფოტოზე შემდეგი კომანტარი გაუკეთა:

"გეყოფა, დედა! რა მოძრაობებს აკეთებ პირით. უკვე 40 წლის ხარ".

აქვე გეტყვით, რომ კოსტამ თავის მიმდევრებს სოციალური ქსელის მიმდევრებს ფრანჩესკო ტოტისთან პირველი შეხვედრის შესახებ უამბო:

"პირველად ის ტრიგორიაში ვნახე. ის რომ მოვიდა მე ტირილი დავიწყე. მან მითხრა: ჩემ გამო რატომ ტირი? მე კი ხმას ვერ ვიღებდი. ჩემი ქმარი, იგორიც იქ იყო და იცინოდა".

მოგახსენებთ, რომ ძანიოლოს როგორც ფეხბურთელის რეპუტაცია დღითიდღე იზრდება - გასულ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში, "პორტუს" კარში დუბლი შეასრულა და  უკვე მის "სკუადრა აძურაში" გამოძახებაზეც დაიწყეს ლაპარაკი და ასეთ დროს 41 წლის დედის საჯარო ეროტიკული გამოხტომები ხელს ნამდვილად არ აძლევს.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით