ფრენკ ლამპარდი: "მეისონ მაუნთს კარგი დებიუტი ჰქონდა"

14-08-2019, 00:39

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი, გუნდის ახალწვეულზე, მეისონ მაუნთზე საუბრობს:

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მოთამაშის ასაკს, თუ ვფიქრობ, რომ მას გამარჯვებაში წვლილის შეტანა შეუძლია, მაშინ ის ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდება."

"იგივეს თქმა შემიძლია მეისონ მაუნთზეც, რა თქმა უნდა ანგარიშმა ზოგს არასწორი წარმოდგენა შეუქმნა, თუმცა ჩემი აზრით, მას კარგი დებიუტი ჰქონდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით