იურგენ კლოპი: "ჩემპიონთა ლიგის თასი თუ პრემიერ ლიგის ტიტული ? არცერთზე ვიტყვი უარს"

14-08-2019, 09:43

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, მის გუნდზე საუბრობს:

"დიახ, ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება გამარჯვებულის სახელით დავასრულეთ, რაც ნამდვილად საამაყოა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტიტულისთვის წელს აღარ უნდა ვიბრძოლოთ."

"რომელს ვამჯობინებ, ევროპული ტურნირის თასს თუ პრემიერ ლიგის ტიტულს ? სიმართლე გითხრათ, არცერთზე ვიტყვი უარს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, 1 ივნისს, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ჩემპიონის მედალს დაეუფლა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით