"მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო ბაზარზე დისკვალიფიკაციას გადაურჩა !

14-08-2019, 03:47

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ", "მანჩესტერ სიტის" განაჩენი გამოუტანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "FIFA-ს" წარმომადგენლებმა, ინგლისური გრანდის სატრანსფერო ბაზარზე დარღვევები გამოიკვლიეს და დასკვნამდე მივიდნენ.

ცნობების მიხედვით, "ქალაქელებს" ჩადენილი "დანაშაულებების" მიუხედავად, მოთამაშეების გადაბირების უფლება გარკვეული დროით არ შეეზღუდებათ.

შეგახსენებთ, რომ ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც პეპ გვარდიოლას გუნდს მოუწევს, ჯარიმის სახით 370 000 გირვანქას გადახდა იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით