ვინ დასახელდა პრემიერ ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ ?!

14-08-2019, 10:52

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, სულ ცოტა ხნის წინ გაოფიციალურდა თუ ვინ გახდა 2019/20 წლების სეზონის პრემიერ ლიგის საწყისი ტურის საუკეთესო მოთამაშე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ტიტულისთვის, სულ 3 მოთამაშე, კერძოდ კი: მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი") და მარკუს რაშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი") იბრძოდა.

ცნობების მიხედვით, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მისი შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ, პირველობა ამ შემთხვევაში, "სიტის" ახალგაზრდა ინგლისელმა შემტევმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის სტერლინგმა, "ჩაქუჩების" წინააღმდეგ, ჰეტ-ტრიკის შესრულება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით