Sky: "რეალი" თუ "ბარსელონა" - ნეიმარის ტრანსფერზე ოფიციალური ნაბიჯი გადადგმულია

14-08-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის წასვლის საქმე, საბოლოო ფაზაში შედის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ დღეებში, კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლები, პარიზში ჩასვლას და მოთამაშის ტრანსფერისთვის პირისპირ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" 27 წლის ნეიმარის სანაცვლოდ, ფელიპე კოუტინიოსა და 74 მილიონი გირვანქას გამეტებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული თავდამსხმელის გადაბირებით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით