ალექსის სანჩესს "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვებში აქვეითებენ ?!

14-08-2019, 14:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეებში, 30 წლის ფეხბურთელთან საუბარი, გუნდის პრეზიდენტ, ედ ვუდვორდს ჰქონდა, რომელმაც სანჩესს ულტიმატუმი წაუყენა.

ცნობების მიხედვით, თუ შემტევი ზაფხულის ბოლომდე წასვლაზე უარს იტყვის, მაშინ ის კლუბის რეზერვერში დაქვეითდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით