პედრომ თბილისური სუპერთასი გაიხსენა

14-08-2019, 18:07

დღეს უეფას სუპერთასი გაიმართება, რომელშიც მერსისაიდული "ლივერპული" და ლონდონის "ჩელსი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "არისტოკრატების" ესპანელმა ლეგიონერმა, პედრო როდრიგესმა თბილისური სუპერთასი გაიხსენა.

"ჩემი ბოლო სუპერთასის შეხვედრა კარგად მახსოვს. თბილისში ძალიან კარგი მატჩი გამომივიდა და დღესაც იგივეს ვისურვებდი."

"ვფიქრობ, ტიტულის მოგების შანსები 50/50-ზეა." - აცხადებს პედრო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით