"პსჟ" "ბარსელონას" პირველი შეთავაზებით უკმაყოფილოა

14-08-2019, 15:11

ნეიმარ ჯუნიორის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი გრძელდება.

გამოცემა ESPN FC-ს ინფორმაციით, "პსჟსა" და "ბარსელონას" წარმომადგენლების პირველი შეხვედრის შემდგომ პარიზელები უკმაყოფილო არიან.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან ნეიმარის სანაცვლოდ კოუტინიოს, რაკიტიჩსა და 80 მილიონ ევროს შეელიონ. თუმცა, "პსჟს" რაკიტიჩის ნაცვლად ნელსონ სემედუ და დამატებით 120 მილიონი ევრო სურს.

შეგახსენებთ, რომ პარიზელთა სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, ნეიმარი უახლოეს მომავალში დატოვებს კლუბს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით