FIFA-მ "სიტი" დააჯარიმა

14-08-2019, 16:12

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მანჩესტერ "სიტი" არასრულწლოვანი ფეხბურთელების არასწორად დარეგისტრირების გამო დააჯარიმა.

როგორც ცნობილია, FIFA საქმეს ბოლო 3 თვის განმავლობაში იძიებდა და საბოლოოდ სადისციპლინო კომიტეტმა კლუბის 370'000 ევროთი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

"ქალაქელები" ახლოს იყვნენ სატრანსფერო ბანთან, თუმცა, კლუბმა თავისი დანაშაული აღიარა და ამის გამო FIFA მხოლოდ ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ იგივე მიზეზით ადრე ესპანური გრანდები, "რეალი", "ბარსელონა" და "ატლეტიკო" დაისაჯნენ ტრანსფერების აკრძალვით. ახლა კი იგივე სასჯელი ლონდონის "ჩელსის" აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით