"იუნაიტედი" პოგბას აღარ გაყიდის

14-08-2019, 19:54

პოლ პოგბას ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი საბოლოოდ დასრულდა.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, მანჩესტერ "იუნაიტედმა" ფრანგი ფეხბურთელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მას აღარ გაყიდის.

მოგეხსენებათ, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია. "წითელმა ეშმაკებმა" კი ვერ მოახერხეს ახალი ნახევარმცველის დამატება. შესაბამისად, კლუბმა პოგბას შენარჩუნება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ პოგბას დამატება მადრიდის "რეალს" სურდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით