"დინამოს" ოფიციალური პასუხი რომან გოცირიძეს: "ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს..."

14-08-2019, 22:11

თბილისის "დინამო" სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის განცხადებასგამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ უეფამ თბილისური კლუბი "გაბალასთან" ორთაბრძოლაში ქომაგების მიერ გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა და სასჯელად "ფეინოორდთან" საშინაო მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება და ფულადი ჯარიმა დააკისრა.

"დინამო თბილისის" პასუხი პარლამენტის წევრის რომან გოცირიძეს განცხადებაზე: ბ-ნო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია. რატომღაც, შეწუხდით და "დინამო თბილისის" კრიტიკით დაკავდით, თუმცა თავი არ შეგიწუხებიათ და არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან რა მოხდა".

"დინამო" მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა არასამრთლიანი სანქცია, რადგანაც ავადხსენებული ბანერი ბევრჯერ იყო გამოფენილი თამაშების დროს და ის არასდროს ჩათვლილა ფაშისტურ სიმბოლიკად, რამეთუ მასზე გამოსახულია 1988, ანუ ფანკლუბის დაარსების წელიწადი".

"ერთ რამეში კი მართალი ბრძანდებით, რომ ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს იყენებს მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან აშკარად არამისაღები ჟესტით. "დინამო" მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას გუნდის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ და მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის რჩეული“ ნაცვლად კლუბთან გვერდში დგომისა, მის დაკნინებით ხართ დაკავებული". 

"დინამო თბილისისთვის" შეურაცმყოფელია მის სახელთან ნებისმიერი ფაშისტური და ნაცისტური გამოვლინების დაკავშირება და კლუბი ემიჯნება მათ ნებისმიერ გამოვლინებას", - ნათქვამია განცხადებაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით