საშინლად სამწუხარო ინფორმაცია რონალდუს ქომაგებისთვის

14-08-2019, 22:25

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ლიდერი, კრისტიანო რონალდო ტრავმირებულია.

როგორც "ბებერი სინიორას" ოფიციალური საიტი იტყობინება, 34 წლის ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთი აწუხებს, რის გამოც დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს პორტუგალიელი თავდამსხმელი ვარჯიშის გაგრძელებას, თუმცა იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ დაზიანება საკმაოდ მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ იგივე ტრავმის გამო კორეის ლიგის ვარსკვლავებთან ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით