ჯორჯინიო ვეინალდუმი: "იურგენ კლოპს 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, კრიშტიანუ რონალდუს ტრუსები ეცვა"

15-08-2019, 11:35

მერსესაიდული "ლივერპულის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს:

"მატჩამდე როგორც ყოველთვის, თავკაცთან ტაქტიკების განხილვის მოლოდინში ვიყავით, რა თქმა უნდა გასახდელში დაძაბულობა იგრძნობოდა და თითოუელი ჩვენთაგანი, დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით."

"მოულოდნელად კლოპი წარმოგვიდგა, რომელსაც მაისური, კრიშტიანუ რონალდუს ბრენდირებულ ტრუსებში ჰქოდნა ჩატანებული, ამ ყოველივემ ნებისმიერი სახის სტრესი მოგვიხსნა, რადგანაც დიდი ხნის განმავლობაში ფეხბურთელები სიცილის შეკავებას ვერ ვახერხებდით."

"მას მსგავსი ხუმრობა, თანაც ასეთი მნიშვნელობის შეხვედრების წინ, არაერთხელ გაუკეთებია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მატჩი, მადრიდის "რეალის" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით