პოლ პოგბას მომავალი გუნდი ცნობილია

15-08-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე, წასვლას, კვლავ ინგლისური გრანდის რიგებში დარჩენა ამჯობინა.

ცნობების მიხედვით, პოგბას აზრის შეცვლა, სატრანსფერო ბაზარზე "იუნაიტედის" აქტიურობამ განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით