"ბარსელონამ" ნეიმარ ჟუნიორს, ტრანსფერის დასასრულებლად გააქტიურება მოსთხოვა !

15-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ თავდამსხმელს, ნეიმარ ჟუნიორს, ულტიმატუმი წაუყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობამ, ტრანსფერის დასასრულებლად, 27 წლის თავდამსხმელს გააქტიურება და მისი გუნდის მფლობელებთან მოლაპარაკება მოსთხოვა.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანას" ნეიმარის გადაბირების საქმის დასრულება, ლა ლიგის მომდევნო სეზონის დაწყებამდე სურს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით