კლოპმა სუპერთასის არბიტრები შეაქო

15-08-2019, 16:08

გუშინ უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მერსისაიდულმა "ლივერპულმა" ლონდონის "ჩელსის" პენალტების სერიაში სძლია და თასის მოგება მოახერხა.

მატჩი გამორჩეული გახლდათ იმით, რომ მსგავსი რანგის დაპირისპირებას პირველად ქალი მსაჯების ბრიგადა სჯიდა. თამაშის შემდგომ იურგენ კლოპმა ისინი შეაქო.

"მატჩის დასრულების შემდგომ მსაჯთან მივედი და ვუთხარი, ჩვენც რომ ისევე გვეთამაშა, როგორც მათ იმსაჯეს, 6:0 მოვიგებდით."

"ეს ჩემი მოსაზრებაა. მსაჯებმა შეხვედრა იდეალურად წარმართეს." - აცხადებს კლოპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით