UEFA-მ წლის საუკეთესოს ჯილდოსთვის მებრძოლი 3 ფეხბურთელი დაასახელა

15-08-2019, 17:28

UEFA-მ 2018/19 წლების სეზონების სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

კრისტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ვირჯილ ვან დიკი. სწორედ ეს სამეული იბრძოლებს 29 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად.

საუკეთესო ხუთეული კიდევ ორმა ლივერპულელმა შეავსო. მე-4 ადგილზე 57 ქულით ალისონ ბეკერი გავიდა, მე-5 ადგილი კი 51 ქულით სადიო მანემ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული ჯილდო გასულ წელს მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა მოიგო.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით