რივალდო: "ნეიმარის მადრიდში წასვლა ღალატი არ იქნება"

15-08-2019, 18:01

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ ნეიმარ ჯუნიორის სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა.

"მის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება. ვფიქრობ, ნეიმარს პარიზიდან წასვლა სჭირდება."

"რა თქმა უნდა, მე მირჩევნია, რომ ის კატალონიაში დაბრუნდეს, თუმცა, "რეალში" გადასვლაც წარმატებული ნაბიჯი იქნება."

"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს რომ თუ ის მადრიდში წავა მოღალატე იქნება. "ბარსელონას" შემდეგ მან ჯერ "პსჟში" ითამაშა და მხოლოდ ახლაა შანსი იმისა, რომ "რეალის" მაისური მოირგოს. ღალატი კი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ პირდაპირ მადრიდში გადაბარგდებოდა." - აცხადებს რივალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით