იკარდი "ნაპოლის" რადარზე გამოჩნდა

15-08-2019, 22:08

მაურო იკარდი რომ მილანის "ინტერს" დატოვებს, უკვე გადაწყვეტილია.

იტალიური გამოცემა Cacliomercato-ს ინფორმაციით, არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით "ნაპოლი" დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, ნეაპოლელები იკარდის ერთწლიანი იჯარით აყვანას გეგმავენ. ამის შემდგომ კი გამოსასყიდ ფასს, 70 მილიონ ევროს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ "ნერაძურიმ" არგენტინელ ფეხბურთელს კაპიტნობა უკვე ჩამოართვა და მას ზაფხულის განმავლობაში გუნდთან ერთად არც უვარჯიშია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით