ვალვერდე: "ჩვენი მიზანი სწორედ ესაა"

15-08-2019, 20:38

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშების მოგებას გეგმავს.

"გახსნითი მატჩი ნამდვილად რთული გველის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად კარგად თამაშობს "ატლეტიკი" საკუთარ კედლებში. მათთან არაერთხელ გვითამაშია და ვიცით, რომ სასურველ შედეგზე გასვლა ძალიან რთული იქნება".

"მიმდინარე სეზონში, როგორც ყოველთვის, "ბარსელონას" მიზანი გამარჯვებაა. გვინდა, რომ ჩემპიონატი კარგად დავიწყოთ. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესაამე მოგებაა", – აცხადებს ერნესტო ვალვერდე.

ესპანეთის ჩემპიონატი ხვალ სწორედ "ატლეტიკისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებით გაიხსნება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით