"ატლეტიკო" კორეას 50 მილიონ ევროდ აფასებს

15-08-2019, 23:06

მადრიდის "ატლეტიკომ" ახალგაზრდა ფორვარდის, ანხელ კორეას გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, "როხიბლანკო" მზადაა კორეა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

მოგეხსენებათ, ესპანელებმა ზაფხულის განმავლობაში ჟოაო ფელიში დაიმატეს. გარდა ამისა, კლუბს არაერთი შემტევი ჰყავს. შესაბამისად, დიეგო სიმეონემ საბოლოოდ გადაწყვიტა 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვა.

შეგახსენებთ, რომ კორეას დამატებით "მილანია" დაინტერესებული, რომლის 40 მილიონიანი შეთავაზება ესპანურმა გუნდმა უარით გაისტუმრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით