ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

15-08-2019, 21:12

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, გიორგი არაბიძე კარიერას იჯარის წესით თურქეთის მე-2 ლიგის "ადანასპორში" გააგრძელებს.

21 წლის არაბიძემ გასული წელი პორტუგალიურ "ნასიონალში" გაატარა და მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. არაბიძე უმეტესად განაცხადშიც ვერ ხვდებოდა.

გიორგი წლების განმავლობაში დონეცკის "შახტარის" დუბლებში თამაშობდა, პორტუგალიის ჩემპიონატში დიდი მოლოდინებით გადავიდა, თუმცა დღეს უკვე თურქეთის მე-2 ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

არაბიძეს გულშემატკივრები "ქართველ მესის" უწოდებდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით