ზიდანის მოულოდნელი გადაწყვეტილება. "რეალი" იოვიჩს უშვებს

15-08-2019, 22:37

ლუკა იოვიჩის დამატებიდან ორი თვის შემდეგ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტს 21 წლის თავდამსხმელის მიერ ნაჩვენები თამაში პრე-სეზონის მატჩებში არ მოეწონა და მისი იჯარით გაშვება სურს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბი" მზადაა იოვიჩი უკან, "აინტრახტში" დააბრუნოს ერთწლიანი იჯარით.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა გრანდმა ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით