ლეონარდო არაუჟო: "ნეიმარმა არაერთი შეცდომა დაუშვა"

16-08-2019, 02:57

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი, ბრაზილიელი ლეონარდო არაუჟო, გუნდის ვარსკვლავზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"კლუბში მოსვლამდე მასთან ურთიერთობა არასდროს მქონია, თუმცა ვფიქრობ ბოლო თვეების განმავლობაში ის კარგად გავიცანი, რის შედეგადაც ერთი რამ დავადგინე, ნეიმარი მიუხედავად მისი ვარსკვლავური სტატუსისა, ძალიან კარგი პიროვნება და შესანიშნავი ფეხბურთელია."

"დიახ, მან გარკვეული შეცდომები დაუშვა, იგივეს თქმა შეიძლება ჩვენზეც, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია მისი წასვლის შესახებ, რეალობას არ შეესაბამება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაესწრება თუ არა ბელარუსთან მატჩს მაყურებელი - ბოლო ინფორმაცია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით