ჰანს-ჟოაკიმ ვაცკე: "ჯეიდონ სანჩოს შეძენა ერთ სუპერ კლუბს სურს"

16-08-2019, 03:02

"დორტმუნდის ბორუსიას" გერმანელი პრეზიდენტი, ჰანს-ჟოაკიმ ვაცკე, გუნდის ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავზე, ჯეიდონ სანჩოზე საუბრობს:

"ჯერ კიდევ მარტში, ერთ-ერთი სუპერ კლუბის ხელმძღვანელი, რომლის ვინაობასაც კონფედენციალურობის გამო არ გავამხელ, სანჩოს გადაბირების თაობაზე დამიკავშირდა."

"მას მკაცრი უარი განვუცხადე, თუმცა მიუხედავად ამისა, ის დროთა განმავლობაში მეკონტაქტება და კლუბში ჯეიდონის მდგომარეობის შესახებ მეკითხება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 19 წლის ნახევარმცველის შეძენით ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით